კონტუათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს „ეტალონის“ მოწმობები გადაეცათ
21-12-2017
კონტუათის საჯარო სკოლაში 2017-2018 სასწავლო წლის „ეტალონში“ მონაწილე მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. „ეტალონის“ მოწმობები გადაეცათ იმ მოსწავლეებს, რომლებმაც ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის პირველ ტურში 50 ქულიანი ბარიერი წარმატებით გადალახეს.
ღონისძიების ორგანიზატორებმა მოსწავლეებს პროექტში აქტიური მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს. სკოლის წარმომადგენლებმა პროექტის აქტუალობასა და მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველწლიურად ტარდება. მისი მიზანია, „საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენა.