ილია ჭავჭავაძის სახელობის ყვარლის N1 საჯარო სკოლაში ​საახალწლო განწყობა უკვე იგრძნობა
21-12-2017
ილია ჭავჭავაძის სახელობის ყვარლის N1 საჯარო სკოლაში ​საახალწლო განწყობა უკვე იგრძნობა.

ხელოვნების პედაგოგის, მარიამ ზანდარაშვილის ხელმძღვანელობით VII კლასის მოსწავლეებმა სკოლის დერეფნები ხელით შექმნილი სათამაშოებით, გირლანდებითა და ნაძვის ხეებით მორთეს. 

ასევე, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ სკოლის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „ორიგინალური ნაძვის ხე". 

მოსწავლეებმა კლასების მიხედვით წარმოადგინეს სხვადასხვა მასალისაგან შექმნილი ნაძვის ხეები.

მოსწავლეების მიერ შექმნილმა ნაძვის ხეებმა ჟიურისგან, პედაგოგებისა და თანატოლებისგან დიდი მოწონება დაიმსახურა, მათ ავტორებს კი საპატიო სიგელები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203