მოხის საჯარო სკოლას რესურსცენტრის ხელმძღვანელობა ესტუმრა
21-12-2017
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ინიციატივის ფარგლებში - „მოვუსმინოთ ბავშვებს“ მოხის საჯარო სკოლას ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელობა ესტუმრა.

მათ მოსწავლეებთან სხვადასხვა პრობლემური საკითხი განიხილეს. ბულინგი, მანდატურის ინსტიტუტი, კომპიუტერული თამაშები, ფსიქოლოგების არსებობა სკოლებში, სწორედ ამ თემებზე გაიმართა დიალოგი რესურსცენტრის ხელმძღვანელობასა და სკოლის მოსწავლეებს შორის. შეხვედრაზე პრობლემების მიზეზების გამოვლენასთან ერთად, მათი მოგვარების გზებიც დასახეს. როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, მსგავსი შეხვედრები აუცილებელი და მეტად მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203