სართიჭალის N2 საჯარო სკოლის ინიციატივით, მასწავლებელთა პირველი კონფერენცია გაიმართა
21-12-2017
სართიჭალის N2 საჯარო სკოლის ინიციატივითა და ორგანიზებით და გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, მასწავლებელთა პირველი კონფერენცია გაიმართა. 

კონფერენციის თემა იყო „STEM“-ის საგნების მასწავლებელთა ტრენინგების ასახვა საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში. მომხსენებლებმა მათ მიერ ჩატარებული გაკვეთილებისა და სამუშაო შეხვედრების შესახებ მოკლე პრეზენტაციები წარმოადგინეს.

კონფერენცია მიზნად ისახავდა იმ პრაქტიკული გამოცდილების ურთიერთგაზიარებას, რომელიც მასწავლებლებმა გასულ წელს ჩატარებული ტრენინგების მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო მიდგომები ფარგლებში შეიძინეს. 

ტრენინგები ხორციელდებოდა და კვლავ გრძელდება „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს“ ზოგადი განათლების კომპონენტის ფარგლებში კორპორაციის მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით. 

წარმოდგენილი პრეზენტაციები ძალიან საინტერესო იყო. მოხსენებლებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი აღნიშნული ტრენინგების ეფექტიანობას საკუთარი პრაქტიკის გაუმჯობესებაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203