გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის 180 წლისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის საიუბილეო თარიღები აღინიშნა
22-12-2017
გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის 180 წლისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის საიუბილეო თარიღები აღინიშნა. 

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების, თეონა ჯუღელისა და ტატიანა ტყემალაძის ხელმძღვანელობით, VIII-XII კლასის მოსწავლეები საგანგებოდ მოემზადნენ ღონისძიებისთვის - წარმოადგინეს პრეზენტაციები, გააკეთეს კედლის გაზეთი, წაიკითხეს ლექსები, ნახეს ფილმი „კაცია-ადამიანი?!“, მოაწყვეს დისკუსია. 

როგორც თეონა ჯუღელი აღნიშნავს, მათი მიზანი იყო ამ ორი გენიალური პიროვნების არა მხოლოდ ბიოგრაფიულ მომენტებზე ყურადღების გამახვილება და მათი ხსოვნისადმი პატივის მიგება, არამედ  მოსწავლეებამდე მიტანა, მსჯელობა და გააზრება მათი მთავარი დევიზებისა - რომ თითოეული ჩვენგანი უნდა იყოს აქტიური მოქალაქე და თითოეულმა უნდა იზრუნოს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მოძმის გზის გაიოლებაზე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203