უდის N1 საჯარო სკოლაში საახალწლო-საშობაო ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიება მეოთხე კლასში დამრიგებელმა ნაირა გზირიშვილმა ჩაატარა.
მოსწავლეებმა თავიანთი ხელით დამზადებული ფიფქებითა და ნაძვის ხეებით მორთეს დარბაზი.
მათ შეასრულეს საახალწლო სიმღერები, წარმოადგინეს პიესა „ყინულის დედოფალი", „ფიფქია და შვიდი ჯუჯა" და ახალი წელი ქართველი პოეტების ლექსებით მიულოცეს ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას.
იხილეთ ფოტოები