დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლის ინიციატივითა და ორგანიზებით შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პროექტი განხორციელდა
22-12-2017
დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლის ინიციატივითა და ორგანიზებით შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პროექტი ,,მოგზაურობა ვეფხისტყაოსნის ეპოქაში" ჩატარდა. 

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, სკოლამ მასპინძლის ამპლუა მოირგო, მოსწავლეებმა სტუმრებს „ვეფხისტყაოსნის“ შესანიშნავად გაცოცხლებული ეპიზოდები შესთავაზეს, რის შემდეგაც პროექტის ძირითადი ნაწილი ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის? " კაზრეთის №2 სკოლის გუნდის გარეშე დაიწყო (თამაშის გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარებისათვის ორგანიზატორმა სკოლამ უარი თქვა შეჯიბრში მონაწილეობაზე). 

„თამაში იყო საკმაოდ რთული და დაძაბული. პროექტში ჩართული 9 სკოლიდან ჩემპიონატის დასრულებისას ორ მონაწილე გუნდს აღმოაჩნდა თანაბარი ქულები, რის გამოც დაისვა დამატებითი, გადამწყვეტი შეკითხვა, რომელმაც გამოავლინა გამარჯვებული - დაბა კაზრეთის №1 საჯარო სკოლის გუნდი."

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203