საყუნეთის საჯარო სკოლაში ჭადრაკსა და შაშში შიდა სასკოლო ტური ჩატარდა
22-12-2017
საყუნეთის საჯარო სკოლაში ჭადრაკსა და შაშში შიდა სასკოლო ტური ჩატარდა. შეჯიბრს სპორტის მასწავლებელი ელზა ხაჩიძე ხელმძღვანელობდა.

მისი თქმით, მოსწავლეების ჩართულობა სასკოლო ტურნირში ძალიან მაღალი იყო.

„მოსწავლეთა ჩართულობა მაქსიმალური იყო. ძალიან სასიხარულოა, რომ ბავშვები დაინტერესებულები არიან ჭადრაკით, შაშით. ეს მათ ლოგიკურ განვითარებას უწყობს ხელს, ბავშვების ინტელექტუალად ჩამოყალიბებას,“ - აღნიშნა ელზა ხაჩიძემ.

შეჯიბრის ბოლოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203