ბათუმის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკლასო ოთახების კარებზე პლაკატები გააკრეს
22-12-2017
ბათუმის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკლასო ოთახების კარებზე პლაკატები წარწერებით - „ნუ მოკლავ, სიტყვით აუხსენი“, „ნუ დააჩაგვრინებ“, „ჩვენ ვგმობთ ძალადობას“, „ძალა ნდობას და არა ძალადობას!“... გააკრეს. მოსწავლეები ოჯახში ძალადობას აპროტესტებდნენ და სწორედ ამ მიზნით ჩაატარეს აღნიშნული აქტივობა.
პროექტში „ძალადობა ოჯახში“ მონაწილეობდნენ მოსწავლეები: ლაშა ჩხიკვაძე, ლუკა ცეცხლაძე, მეგი ჩხიკვაძე, ანა აბგარიანი, ბარბარე თურმანიძე, ალექსანდრე კაკაბაძე, მეგი ესერიძე, ლიზა ჩხიკვაძე.
ჯგუფის ხელმძღვანელი იყო მასწავლებელი მედეა ცინცაძე.