ვანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრას დაესწრნენ
25-12-2017
ვანის N1 საჯარო სკოლის X,XI,XII კლასის მოსწავლეები ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრას დაესწრნენ.

შეხვედრაზე ვანის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი განიხილეს, ისაუბრეს გარემოს დაბინძურების სავალალო შედეგებზე და პრობლემების უახლოეს პერიოდში მოგვარებაზე. შეხვედრას მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვანის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ვალერი კანკაძე შეხვედრის ყველა მონაწილეს საუკეთესო გამოსვლისთვის მადლობას უხდის. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203