საბავშვო ბაღებში შენარჩუნებულია ყველა ის რეგულაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აქამდეც მოქმედებდა. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საბავშვო ბაღები დაიხურება კორონავირუსის გამოვლენის ერთი შემთხვევის გამოვლენის შემთხვევაშიც.
„საბავშვო ბაღებში კვლავ არ დაიშვებიან მშობლები და უცხო პირები და მაქსიმალური კონტროლია შესვლაზე. ნებისმიერ შემსვლელს ეზომება სიცხე, ასევე ჩვენს აღსაზრდელებს უზომავენ სიცხეს. კონკრეტული რეგულაციები დაცულია ასევე სამზარეულოებში და დარბაზებში სხვადასხვა ღონისძიების დროს.
ბაღის თანამშრომლები 2 კვირაში ერთხელ იტესტებიან. შესაბამისად, თუ რომელიმე ბაღში იქნება აღმოჩენილი ინფიცირებული, ამ შემთხვევაში ბაღი იხურება. ერთი შემთხვევაც კი არის იმის საფუძველი, რომ ბაღი 2 კვირის განმავლობაში დაიხუროს“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
იხილეთ ასევე:
თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია 18 ივნისს დაიწყება - პრიორიტეტული ჯგუფები კი 11 ივნისიდან დარეგისტრირდებიან
საიზოლაციო ოთახი, აკრძალული ზეიმები და მშობლებისა და ბავშვებისთვის დაწესებული განრიგი - ბაღებისთვის ახალი რეკომენდაციები ცნობილია