ეროვნული გამოცდების გარეშე უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულ პირებს სახელმწიფო წლიურად 20 000 ლარით დააფინანსებს
09-06-2021

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები, რომლებიც აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან, სახელმწიფო წლიურ სასწავლო გრანტად 20 000 ლარს გამოუყოფს - აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 3 ივნისს გამოქვეყნდა.

ვის შეუძლია სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღება?

ამ დადგენილების ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღებაზე უფლებამოსილია საქართველოს ის მოქალაქე, აგრეთვე „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირი, რომელზეც გაცემულია პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ან/და აღნიშნულ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული აქვს პირადი ნომერი და ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების საფუძველზე სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე.

როგორ უნდა წარადგინოთ განაცხადი? 

ამ დადგენილების ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით, ამავე დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული პირი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (შემდგომში - სამინისტრო) 2021 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით წარადგენს განცხადებას, რომელსაც უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი ან/და სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული პირადი ნომერი;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის აქტი, რომელიც ადასტურებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების საფუძველზე აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული პირის ჩარიცხვას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203