ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს რესურცენტრის უფროსი შეხვდა
26-12-2017
ვანის N2 საჯარო სკოლაში რესურცენტრის უფროსის, ვანო კორძაძისა და სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგების ინიციატივით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს ძალადობის პრევენცია წარმოადგენდა.

რესურსცენტრის უფროსმა თავად მოსწავლეებისგან მოისმინა თუ რას ფიქრობენ სკოლებში ძალადობის პრობლემის მიზეზებზე, გამოსავალზე, როგორ ხედავენ საკუთარ როლს ვითარების შესაცვლელად.

დისკუსიის ფორმატი მოსწავლეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა. როგორც მათ აღნიშნეს, სურვილი აქვთ, მსგავსი შეხვედრები კვლავ გაიმართოს. მოსწავლეები იმედოვნებენ, რომ ერთად დგომითა და ერთმანეთის სიყვარულით ყველაფრის მოგვარებაა შესაძლებელი.

„მოგვწონს, როცა აზრს გვეკითხებიან. ასე უფრო ადვილია პრობლემების მოგვარება, ვხედავთ, რომ ყველას ერთი მიზანი გვაქვს. რესურსცენტრის უფროსი დიდი ყურადღებისთ უსმენდა ჩვენს მოსაზრებებს - ეს გაბედულებას გვანიჭებს, შეფასებაც გვიმაღლდება, ვხვდებით, რომ მნიშვნელოვანი პიროვნებები ვართ. ბევრ ასეთ შეხვედრას ვისურვებდით, რადგან ძალიან საინტერესოა ასეთი საუბრები“, - აღნიშნეს მოსწავლეებმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203