ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს, მასწავლებელთა კი 14 ივლისს დაიწყება - საგამოცდო განრიგი ცნობილია
04-06-2021

ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, ხოლო მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველების ტესტირება 14 ივლისს - აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა.

გორგოძის ცნობით, გამოცდებში 14 ივლისიდან მოქმედი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან, 27 ივლისიდან კი სპეციალური მასწავლებლები. 

28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ.

გამართულ ბრიფინგზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, რომ გამოსაცდელები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ. ბარათზე მოცემული იქნება ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ.

ცნობილია, 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგიც.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203