ბანოჯის საჯარო სკოლაში ჩატარებული შიდა დაკვირვების გაკვეთილები მაღალი მოტივაციითა და ჩართულობით გამოირჩეოდა
26-12-2017
ბანოჯის საჯარო სკოლაში 2017-2018 სასწავლო წლის I სემესტრის მეორე ნახევარი მასწავლებელთა და მოსწავლეთა მაღალი მოტივაციით მიმდინარეობდა. 

სქემაში ჩართული პედაგოგები - ნინო წილოსანი, ქეთევან აფხაძე, ლალი ღიბრაძე, ნათია ბენდელიანი, თამარ ღამბაშიძე, ლელა ჩოგოვაძე და მაკა ტყაბლაძე შეფასების ჯგუფთან შეთანხმებით, გეგმის შესაბამისად ატარებდნენ შიდა დაკვირვების გაკვეთილებს, რომლებიც 21 დეკემბერს დასრულდა. 

სკოლის წარმომადგენელთა თქმით, გაკვეთილები ინტერაქტიული იყო, გამოირჩეოდა მაღალი მოტივაციითა და ჩართულობით. გამონაკლისი არც პროფორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის კუთხით IX კლასში პედაგოგ მაია ჭოლაძის ჩატარებული გაკვეთილი აღმოჩნდა.

როგორც სკოლის დირექცია აღნიშნავს, კმაყოფილები არიან პედაგოგთა და მოსწავლეთა ჯანსაღი თანამშრომლობით, მასწავლებელთა მაღალი პროფესიონალიზმით, რისთვისაც მათ მადლობას უხდიან.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203