„არა ბულნიგს“ - თელავის N5 საჯარო სკოლაში კვირეული გაიმართა
26-12-2017
თელავის N5 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბის მეურვის, ზეინაბ კაკალაშვილის ინიციატივით, კვირეული გაიმართა სახელწოდებით „არა ბულნიგს“.
კვირეულის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა - მოსწავლეები გაეცნენ ბულინგის სახეებს, განიხილეს კონკრეტული შემთხვევები, უყურეს ფილმს ბულინგის თემაზე, მოწვეულ ფსიქოლოგთან, ნათია მექვაბაურთან ერთად იმსჯელეს სკოლებში ძალადობის პრობლემის მიზეზებზე, გამოსავალზე, წარმოადგინეს სლოგანები და ესსები. საუკეთესო ესსე კი კონკურსში - „წერილი სახალხო დამცველს“ მონაწილეობისათვის გაგზავნეს.
სკოლის წარმომადგენლები მოწვეულ ფსიქოლოგს, ნათია მექვაბაურს საინტერესო რჩევებისთვის მადლობას უხდიან.