„თექის სწავლება სკოლაში“ - ბანოჯის საჯარო სკოლაში შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა
26-12-2017

ბანოჯის საჯარო სკოლაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმატებული პროექტის შრომითი უნარების განვითარების კურსის კერძოდ, „თექის სწავლება სკოლაში“ შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა.

სტუმრებმა თექაზე მუშაობის პროცესი და მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა იხილეს.

მათ ასევე, 2011-2017 წლებში სკოლაში მოქმედი რვა სხვადასხვა პროექტისა და მათი წარმომადგენლების სკოლასთან თანამშრომლობისა და სკოლის ჩართულობით დაგეგმილი ერთობლივი აქტივობების შესახებ პრეზენტაციები მოისმინეს. 

სტუმრები იყვნენ: აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონიტორინგის ჯგუფი, პროექტის ორგანიზატორი აკ. წერეთლის პროფესიორი თამარ მოსეშვილი, წყალტუბოს საკრებულოს თავჯდომარე გ. ივანეიშვილი, რესურსცემტრის უფროსი მ. ჩხეტიანი, გამგებლის მოადგილე  ზ. მაისურაძე, საკრებულოს წევრი თ. ნიჟარაძე. 

მოწვეული სტუმრები კმაყოფილებას ვერ მალავდნენ სკოლის დირექტორის, ნინო წილოსანის მიერ გაწეული შრომისთვის. ასევე აღინიშნა ხელმძღვანელის დამოკიდებულება საქმისადმი.

დაისახა ახალი გეგმები: სკოლის ტექრიტორიაზე სპორტული დარბაზი აშენდება და გათბობა დამონტაჟდება. 

ბანოჯის საჯარო სკოლა ექვსი წლის თავზე კვლავ მოლოდინით ხვდება ახალ წელს და მადლობას უხდის სკოლის დირექტორს თავდაუზოგავი შრომისა და საგანმანათლებლო სივრცეში ჩართულობისათვის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203