ასპინძის საჯარო სკოლაში ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდა.
ფრაკებში გამოწყობილი ყმაწვილები, ვუალიანი შლიაპებითა და მარაოებით დამშვენებული გოგონები, სანთლებით განათებული მე-19 საუკუნის ინტერიერით გაფორმებული საკლასო ოთახი, რომელიც ყველასთვის კარგად ნაცნობ ჭავჭავაძიანთ სალონად ქცეულა, ქართული რომანსის სასიამოვნო ჰანგები და გაცოცხლებული ცნობილი პერსონები: ნიკოლოზ ბარათაშვილი, ეკატერინე ჭავჭავაძე, ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, ნინო ჭავჭავაძე, ალექსანდრე გრიბოედოვი და სხვანი...
აი, რა ხდებოდა დეკემბრის ერთ ჩვეულებრივ დღეს ასპინძის საჯარო სკოლაში. ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ, პედაგოგ თინათინ წითლანაძე- ნემსაძემ XI კლასელების დახმარებით აღნიშნეს ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილე.
მათ წარმოადგინეს სპექტაკლი ,,ბედი მგოსნისა“. პატარა მსახიობებმა დიდი შტაბეჭდილება მოახდინეს მაყურებელზე. მგოსნის ბედით აცრემლებული მაყურებელი დიდხანს უკრავდა ტაშს.
ავტორი: მასწავლებელი ლალიკო ალელიშვილი