„ძლიერი სკოლა ნიშნავს გარემოს, სადაც მოსწავლეები იღებენ საუკეთესო ხარისხის განათლებას“ - როდერი ცირდავა, მუხურის თემის საჯარო სკოლის დირექტორი
რასთან ასოცირდება სასწავლო წლის დასრულება? რას ნიშნავს ძლიერი სკოლა? რა არის მოსწავლისთვის სამაგალითო? რა ახსენდება გამორჩეულად? - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის დირექტორის - როდერი ცირდავას ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:
- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის...- იწვევს ჩემში შინაგან ფორიაქთან გათანაბრებულ სასიამოვნო დაღლის განცდას... ამ ეტაპზე ხდება შეჯამება იმისა, თუ რა გავაკეთეთ, რა შევძელით, რა შედეგებზე გავედით და დასახულ მიზნებს რამდენად მივუახლოვდით.
- ძლიერი სკოლა ნიშნავს...- თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ, პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებულ, ნდობითა და სიყვარულით გაჯერებულ მზრუნველ, უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს, სადაც მოსწავლეები იღებენ საუკეთესო ხარისხის განათლებას.
- გამორჩეულად მახსენდება...
- გამორჩეულად სამახსოვრო დღის გამოყოფა მიჭირს. ვფიქრობ, რომ ყოველი დღე თავისებურად საინტერესოა.
- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...- ოჯახი ავსებს ჩვენს ცხოვრებას, ოჯახს მოაქვს ბედნიერება... ჩვენი ოჯახი ჩვენი ციხესიმაგრეა!..
- მოსწავლისათვის სამაგალითოა...- ვფიქრობ, რომ თავად მაგალითი ყველაზე წარმატებული მასწავლებელია.
- დირექტორის მოტივაციაა...
- თითოეული მოზარდის შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა და რეალიზება.
- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...- ფიზიკური, გონებრივი და ზნეობრივი განვითარება პიროვნებისა, საზოგადოებრივ ფორმებში განსახიერება ჭეშმარიტებისა და სამართლიანობისა - ეს მოკლე ფორმულა, ვფიქრობ, მოიცავს ყველაფერს, რაც შეიძლება პროგრესულად მივიჩნიოთ.