სამცხე-ჯავახეთის მოსწავლეთა მათემატიკის რეგიონულ ოლიმპიადაში გამარჯვებული უდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები დაჯილდოვდნენ.
დაჯილდოება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
უდის N1 საჯარო სკოლას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაწესებული გარდამავალი თასი, ხოლო სკოლის დირექტორს რუსუდან გზირიშვილს - თასი მუდმივ მფლობელობაში გადაეცა.
სკოლის პედაგოგები და წარმატებული მოსწავლეები ოლიმპიადის მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები