„ძლიერი სკოლა ნიშნავს მოსწავლისა და მასწავლებლის წარმატებას“ - გულნაზ ფუტკარაძე, დღვანის საჯარო სკოლის დირექტორი
ძლიერი სკოლა ნიშნავს მოსწავლისა და მასწავლებლის წინსვლას - ამბობს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დღვანის საჯარო სკოლის დირექტორი გულნაზ ფუტკარაძე და წარმატების ფორმულის გაზიარების გარდა, სკოლისთვის აქტუალურ სხვა საკითხებზეც არ იშურებს საკუთარი გამოცდილების საჯაროდ დაფიქსირებას.
რასთან ასოცირდება სასწავლო წლის დასრულება? რა არის მოსწავლისთვის სამაგალითო? რა ახსენდება გამორჩეულად? - ამ და სხვა საკითხებზე დღვანის საჯარო სკოლის დირექტორი გულნაზ ფუტკარაძე ბლიც-ინტერვიუში საუბრობს.
- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის...- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის სასიხარულოა მოსწავლეებისათვის და სკოლის წარმატებით დასრულებისათვის.
- ძლიერი სკოლა ნიშნავს. . .
- ძლიერი სკოლა ნიშნავს მოსწავლისა და მასწავლებლის წარმატებას, წინსვლას, სკოლის მიღწევებისა და საკუთარი წარმატების განხორციელებას. აძლევს საჭირო ცოდნას, ამკვიდრებს ჯანსაღი ცხოვრების წესს. ეხმარება საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.
- გამორჩეულად მახსენდება სკოლის...- გამორჩეულად მახსენდება სკოლის დისტანციურ რეჟიმში სასწავლო პროცესის მიმდინარეობა.
- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვისათვის.
- მოსწავლისთვის სამაგალითოა...
- მოსწავლისთვის სამაგალითოა საკუთარი ცოდნის, უნარების გადაცემა, პიროვნების აღზრდა, რომელიც შეძლებს ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმას, საკუთარი წვლილის შეტანას და სამოქალაქო საზოგადოების შემდგომ განვითარებაში.
- დირექტორის მოტივაციაა...- დირექტორის მოტივაციაა სასწავლო პროცესის დროს დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდეციებს კლასისა და სკოლის დონეზე. სწავლის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება მოსწავლეებში.
- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...
- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სკოლა, ოჯახი, საზოგადოება, მოზარდს უნდა ჩამოუყალიბოს, მთელი ცხოვრების განმავლობაში ახალი ცოდნისა და ჩვევების დამოუკიდებლად შეძენის უნარი, რათა შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა და ცხოვრებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება, არჩევანის გაკეთება შემდგომი განათლებისა და შრომითი საქმიანობისთვის.