ჭვინთის საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების მონაწილეობით საახალწლო ღონისძიება გაიმართა
27-12-2017
ჭვინთის საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის, I-VI კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

ზეიმზე ბავშვებმა საახალწლო სცენები, ლექსები, სიმღერები და ქართული ცეკვები წარმოადგინეს. ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა გიორგი გაგნიძემ მოსწავლეებსა და პედაგოგებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა. ბავშვებს სკოლის ადმინისტრაციის სახელით საჩუქრად ტკბილეული გადაეცათ.

ღონისძიება დაწყებითი საფეხურის პედაგოგების - ნინო ნუგზარაშვილის, მანანა კაპანაძის, ნათელა ქათამაძის, რაისა სამარჯევისა და მუსიკის პედაგოგის, ეკა ლიპარტელიანის ორგანიზებით ჩატარდა.​​

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203