„ძლიერი სკოლა ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს“ - მანიაკეთის საჯარო სკოლის დირექტორი, რომან საგინაძე
„ძლიერი სკოლა ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს“ - ასე მიიჩნევს მანიაკეთის საჯარო სკოლის დირექტორი რომან საგინაძე და თავადაც არ იშურებს ძალისხმევას ქვეყანას ძლიერი მოქალაქეები აღუზარდოს. როგორც სკოლის ხელმძღვანელი, ბატონი რომანი საკუთარ მოტივაციას, სკოლაში ნორმალური გარემოს შექმნასა და მოსწავლეებზე ზრუნვაში ხედავს.
რასთან ასოცირდება სასწავლო წლის დასრულება? რა არის მოსწავლისთვის სამაგალითო? რა ახსენდება გამორჩეულად? - ამ და სხვა ბლიც-კითხვებზე რომან საგინაძე ასე გვპასუხობს:
- სასწავლო წლის დასრულება - ერთგვარად მოსაწყენია.
- ძლიერი სკოლა ნიშნავს... - ძლიერ სახელმწიფოს.
- გამორჩეულად მახსენდება...სკოლის მიერ მიღწეული წარმატებები სხვადასხვა სახეობებში.
- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...- სკოლასთან თანამშრომლობითი გარემოს გასაუმჯობესებლად.
- მოსწავლისთვის სამაგალითოა...- მასწავლებლის კულტურა და თანამშრომლობა.
- დირექტორის მოტივაციაა... - სკოლაში ნორმალური გარემოს შექმნა მოსწავლეთა და მშობელთა თანამონაწილეობითა და ჩართულობით და მოსწავლეებზე ზრუნვა.