ქსნის საჯარო სკოლაში საახალწლო განწყობაა - იხილეთ ფოტორეპორტაჟი
27-12-2017
ქსნის საჯარო სკოლაში საახალწლო განწყობაა. 

სკოლა მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა თავიანთი ხელით შექმნიილი საახალწლო აქსესუარებით მორთეს. 

მესამე კლასში, კლასის დამრიგებლის ეკა კაკალაშვილის ხელმძღვანელობით, საახალწლო ზეიმი ჩატარდა. 

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ზეიმმა შესანიშნავად ჩაიარა:

„სკოლა საახალწლოდ მოვრთეთ. მესამე კლასში ზეიმი დამრიგებლის, ეკა კაკალაშვილის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებამ შესანიშნავად ჩაიარა. სადღესასწაულოდ მორთულ საკლასო ოთახში, შესაბამის კოსტიუმებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა, საახალწლო თემატიკაზე დაწერილი ლექსები და სიმღერები შეასრულეს. რა თქმა უნდა, თოვლის ბაბუაც გვყავდა, მარხილიც გვქონდა. დეკორატიულ ბუხართან მოსწავლეებმა საახალწლო სურვილები ჩაიფიქრეს და ყველას დამდეგი ახალი წელი მოგვილოცეს. მოსწავლეები საუკეთესო სურვილებით დაგვემშვიდობნენ.“  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203