„ხელფასი დაბალია პედაგოგებისთვის და უნდა გავზარდოთ“ - პარლამენტის დეპუტატის განცხადება საბავშვო ბაღებში ანაზღაურებაზე
08-06-2021

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ბაღის მასწავლებლებისთვის ხელფასების მომატების შესახებ ისაუბრა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, წინა პერიოდში ანაზღაურება გაეზარდათ მეხანძრეებს,  პოლიციელებსა და სკოლის პედაგოგებს. ახლა კი საბავშვო ბაღის პედაგოგების ანაზღაურება უნდა გაიზარდოს.

„მეხანძრეებს, პოლიციელებსა და პედაგოგებს გავუზარდეთ ანაზღაურება. მომავალშიც, ჩვენ ვგეგმავთ.. საბავშვო ბაღში დაბალია ხელფასი პედაგოგებისთვის და იქ უნდა გავზარდოთ. მე დარწმუნებული ვარ გვერდში დაგვიდგებით“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

დეპუტატს არ დაუკონკრეტებია, როდის იგეგმება საჯარო საბავშვო ბაღის პედაგოგებისთვის ხელფასების მომატება ან რამდენი ლარით გაიზრდება მათი ანაზღაურება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203