ლემშვენიერას საჯარო სკოლაში კლასებს შორის საახალწლო კონკურსი ჩატარდა.
შემუშავდა შეფასების კრიტერიუმები:
- ყველაზე ორიგინალური კლასი
- საუკეთესო კედლის გაფორმება
- საუკეთესო კედლის გაზეთი
- საუკეთესო ნაძვის ხე
კონკურსის მიზანი მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა, დამრიგებლებისა და მოსწავლეების ურთიერთთანამშრომლობა და შემოქმედებითი უნარების გააქტიურება იყო.
ყველა კლასს გადაეცა სიმბოლური საჩუქარი.
„განწყობა იყო პოზიტიური და საახალწლო. ყველა მოუთმენლად ველოდებით მომავალ ღონისძიებას,“ - აღნიშნეს ლემშვენიერას სკოლაში.
იხილეთ ფოტოები