გამოცდების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო მეტად იმატებს აპლიკანტთა ინტერესი სხვადასხვა ტექნიკურ თუ შინაარსობრივ საკითხებთან დაკავშირებით.
დაიშვება თუ არა აპლიკანტი გამოცდაზე პირადობის მოწმობის გარეშე და რა უნდა ქნან თუ დოკუმენტი არ აქვთ? - აღნიშნული საკითხის დასაზუსტებლად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მივმართეთ.
„გამოსაცდელმა უნდა წარმოადგინოს პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი. თუ არცერთი არ აქვს - იუსტიციის სახლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა“, - განგვიცხადეს ცენტრში.