კერძო სკოლა „მზექაში“ მოსწავლეთა ორგანიზებით, ინტელექტუალური თამაში გაიმართა
28-12-2017
კერძო სკოლა „მზექას“ მეცხრე კლასის მოსწავლეთა ორგანიზებით, სკოლაში ინტელექტუალური თამაში „ყველაზე ჭკვიანი“ გაიმართა.

ერთმანეთს 18 მეხუთეკლასელი შეეჯიბრა ცოდნაში. თამაში საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. „ყველაზე ჭკვიანის“ ტიტული ლუკა წიქარიშვილს ერგო.

„მსგავსი ინტელექტუალური თამაშები მოსწავლეთა ცოდნის დონის წარმოჩენას, ბავშვების წახალისებასა და მოტივაციას უწყობს ხელს. ვულოცავთ ლუკას ამ გამარჯვებას და კვლავაც მრავალ წარმატებას ვუსურვებთ,“ - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203