ლემშვენიერას საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები რუსულად ალაპარაკდნენ
28-12-2017
ლემშვენიერას საჯარო სკოლის მე-6 კლასის რუსულის წრის მოსწავლეებმა სემესტრი წარმატებულად დაამთავრეს.
მათ დადგეს ორი სპექტაკლი „წითელქუდა" და „მამალი, კატა და მელია".
როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მოსწავლეები რუსულად ალაპარაკდნენ: „მოსწავლეები ზღაპრის გმირების კოსტიუმებში გამოეწყვნენ და თავიანთ როლებს შესანიშნავად გაართვეს თავი. ლემშვენიერას საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები რუსულად ალაპარაკდნენ და სემესტრი წარმატებულად დაამთავრეს.“