საგანი, რომლის მასწავლებლებსაც ახალი ვალდებულებები დაეკისრათ - დამტკიცდა „სამოქალაქო განათლების“ ზოგადი მოდული
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით „სამოქალაქო განათლების“ ზოგადი მოდული დამტკიცდა.პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელმა დაწესებულებებმა 2022 წლის 1 ივნისამდე უნდა უზრუნველყონ მათი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების შესაბამისობაში მოყვანა აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებულ დანართთან.
მოდულის დასრულების შემდეგ პირს უნდა შეეძლოს:
- დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის, პოლიტიკური აქტორების როლისა და მოქალაქის ურთიერთმიმართების გაცნობიერება;
- ადამიანის ძირითადი უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმების გაცნობიერება;
- თემში არსებული პრობლემის გადაჭრა.
მოდულის შემუშავება დაეფუძნა „მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციების“ შესახებ ევროკავშირის საბჭოს 2018 წლის 22 მაისის რეკომენდაციას.
მოდულის განხორციელების ზოგადი კონცეფცია: მოდულის მიზანია პროფესიული სტუდენტისთვის საკვანძო კომპეტენციების გამომუშავება. იგი მოიცავს ისეთ საკითხებს, რომლებიც ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აუცილებელ, საჭირო აქტივობებში დაეხმარება. მესამე სწავლის შედეგის დასაწყისში პროფესიული განათლების მასწავლებელი პროფესიულ სტუდენტებს განუსაზღვრავს შესასრულებელ პრაქტიკულ დავალებას, რომელიც უნდა იყოს ფართო თავისი კონტექსტით და იძლეოდეს რამდენიმე გამოწვევის იდენტიფიცირების საშუალებას. პროფესიული სტუდენტები იდენტიფიცირებული გამოწვევებიდან ირჩევენ აქტუალურ გამოწვევას და აგროვებენ მის შესახებ ინფორმაციას. სასურველია პროექტი შესრულდეს მცირე ჯგუფებში (3-4 პროფესიული პროფესიული სტუდენტი), თუმცა პროექტის განხორციელება ინდივიდუალურ რეჟიმშიც შესაძლებელია. ჯგუფური ფორმატით დავალების შესრულების შემთხვევაში ჯგუფმა უნდა განსაზღვროს მისი თითოეული წევრის პასუხისმგებლობა პროექტის ამა თუ იმ კომპონენტის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება შემდეგი ეტაპების დაცვით: იდენტიფიცირებული გამოწვევებიდან აქტუალური გამოწვევის შერჩევა და დასაბუთება,გამოწვევის გადასაჭრელად სამოქმედო გეგმის შემუშავება; სამოქმედო გეგმის განხორციელება; პროექტის შედეგების პრეზენტაცია. საბოლოოდ ფასდება პროექტის შედეგები/ანგარიში და მისი პრეზენტაცია. საბოლოო პროექტი წარმოადგენს მტკიცებულებას ჯგუფის ყველა წევრის შეფასებისათვის. შეფასების შედეგები ერთნაირია ჯგუფის ყველა წევრისათვის.პროფესიული სტუდენტის მიერ პროექტის ინდივიდუალურად შესრულების შემთხვევაში ფასდება პროფესიული სტუდენტის მიერ წარმოდგენილი პროექტის შედეგები/ანგარიში და პრეზენტაცია.
მოდულში აღწერილი ყველა სწავლის შედეგი მიღწევადია, როგორც სააუდიტორიო, ასევე, დისტანციური სწავლების პირობებში.
მოდულში განსაზღვრულია საათების განაწილების სარეკომენდაციო მიდგომა - საათების განაწილება წარმოადგენს პროგრამის განმახორციელებლის პრეროგატივას. პროფესიული განათლების სფეროში კრედიტების სისტემის შესაბამისად, ერთი ECVET კრედიტის მიღწევა შესაძლებელია საშუალოდ, 25-30 საკონტაქტო და არასაკონტაქტო საათის პირობებში.
დანართი - სამოქალაქო განათლება