ვარდისუბნის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის Iბ კლასის მოსწავლეებმა და მასწავლებელმა ნუნუ კაპანაძემ ჩატაარეს საახალწლო ღონისძიება, რომლის მთავარი თემა იყო - „წელიწადის დრონი“.
ღონისძიების მიზანი: მოსწავლე როლური თამაშით გაიაზერებს წელიწადის დროთა მნიშვნელობას. გარემოზე დააკვირდებით იმსჯელებს, გააკეთებს ანალიზს, ჩამოთვლის სეზონებსა და თვეებს, სეზონებს დაუკავშირებსთვეებს ამინდს, აღწერს ამინდის კომპონენტებს, გამოხატავს განწყობას სეზონის მიხედვით, დააკვირდება როგორც ადამიანის საქმიანობას, ასევე ფრინველებისა და მცენარეების სასიცოცხლო გარემოს. გაიმდიდრებს ლექსიკურ მარაგს, იმეტყველებს სწორად, სასვენი ნიშნების, ინტონაციის... გათვალისწინებით.
„ღონისძიება (როგორც ყოველთვის სჩვევია კლასის პედაგოგს და მის ნიჭიერ და შემოქმედ მოსწავლეებს )ძალიან შთამბეჭდავი და საინტერესო იყო,“ - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა.
იხილეთ ფოტოები