„მადლობა პედაგოგებს, რომ საამაყო და საიმედო თაობას უზრდიან სამშობლოს“ - მარიკა დუმბაძე, ფურტიოს საჯარო სკოლის დირექტორი
09-06-2021

რასთან ასოცირდება სასწავლო წლის დასრულება? რას ნიშნავს ძლიერი სკოლა?  და რა არის მოსწავლისთვის სამაგალითო? - ამ და სხვა საკითხებზე ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლის დირექტორმა მარიკა დუმბაძემ ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა.

- სასწავლო წლის დასრულება...

- ყოველთვის დიდ ემოციებთან ასოცირდება. ემოცია საიმისო, რომ კიდე ერთი თაობა აღიზარდა ჩვენს ხელში და კიდე ერთ თაობას ვაცილებთ სკოლის კედლებიდან. ძალიან დიდ ემოციას იწვევს ის განცდა, რომ კიდე ერთ თაობას შევხვდებით სექტემბერში. სრულდება სასწავლო წელი და ვხვდებით, როგორ გავიზარდეთ ჩვენს მოსწავლეებთან ერთად, პიროვნულადაც და პროფესიულადაც, უფრო მეტი გამოცდილება დაგვიგროვდა და უფრო მეტად გავეცანით მოსწავლეების ნათელ, ლამაზსა და ფერად სამყაროს. ამ წლის დასასრული ჩემთვის მართლაც მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი მოსწავლეების ბევრი წარმატების მომსწრე გავხვდი. მადლობა პედაგოგებს, რომ საამაყო და საიმედო თაობას უზრდიან სამშობლოს. 

- ძლიერი სკოლა ნიშნავს...

- ძლიერ, საიმედო, განათლებულ, სწორედ აღზრდილ თაობას და მასწავლებლებს, რომლებიც მუდამ სიახლეებისკენ, პროფესიული ზრდისთვისა და წარმატებისკენ ისწრაფვიან. 

- გამორჩეულად მახსენდება...

- ვერ გამოვყოფ ვერც ერთ დღეს, რადგან ყოველი დღე განსაკუთრებულია სკოლის კედლებშ.  ბედნიერია თითოეული პედაგოგი და დირექტორი, რადგან არაჩვეულებრივ თაობასთან უწევთ (გვიწევს) ურთიერთობა და ვთვლი, რომ არანაკლებს ვსწავლობთ ჩვენ ჩვენი მოსწავლეებისგან. განსაკუთრებული და ძლიერი თაობა იზრდება ჩვენს თვალწინ.

- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...

- რადგან უკეთ გავეცნოთ ჩვენი მოსწავლეების ღრმა და მდიდარ სულიერ სამყაროს, ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ მშობლისა და სკოლის ურთიერთობა საწინდარია იმის, რომ განსაკუთრებული და განათლებული თაობა აღვზარდოთ, ამიტომაც მნიშვნელოვანია მშობლების ჩართულობა.

- მოსწავლისთვის სამაგალითოა...

- ის გარემო და ადამიანები სადაც ისინი იზრდებიან და ვისთანაც უწევთ ურთიერთობა, ვისგანაც იღებს ცოდნასა და სწავლობს ცხოვრებას, რადგან მოსწავლეები ისეთივე პიროვნებებად ყალიბდებიან, როგორ გარემოში და როგორ ადამიანებთანაც იზრდებიან.

- დირექტორის მოტივაციაა...

- ერთ მუშტად შეკრულ, წარმატებისკენ მსწრაფ გუნდთან ერთად მუშაობაა.

- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...

- თითოეული სკოლის თანამშრომლის პროფესიული ზრდისკენ მისწრაფება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203