წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ალილო“ შთამბეჭდავად შეასრულეს
28-12-2017

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IIკლასში  საახალწლო მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია - „ყველა ნატვრა აგხდენოდეთ!“ ჩატარდა.

მოსწავლეებმა ინსცენირებულად წარმოადგინეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის დამახასიათებელი ტრადიციები.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მათ მიერ შესრულებული „ალილო“. პატარებმა სკოლაში შექმნეს წინა საახალწლო სახალისო გარემო.

სცენარის ავტორი და კლასის ხელმძღვანელი აზა ნაფეტვარიძე იყო. 

ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა მუსიკის მასწავლებელმა მაკა ჟორჟოლიანმა. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203