ცრემლები?! ცრემლებზე - ბოდიში, ღიმილი?! - ღიმილი რამდენიც გინდა?...
28-12-2017

ცრემლები?! ცრემლებზე - ბოდიში,

ღიმილი?! - ღიმილი რამდენიც გინდა?...                          

ასე ღიმილით, ხალისით და ამაღელვებელი განწყობით მოგვილოცეს შობა-ახალი წელი ბათუმის N8 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა. ბავშვების გაბრწყინებული და ბედნიერი სახეები მეტყველებდა იმაზე თუ რაოდენ ჯადოსნურია შობა-ახალი წლის ღამე.

მათ მონდომებას და შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია, დამსწრე საზოგადოების ღიმილიანი სახეები გვაფიქრებინეს, რომ პატარებს სურვილები და ოცნებები აუცილებლად აუსრულდებათ.

ბავშვებს ახალი წელი მიულოცა სასწავლო ნაწილის გამგემ ნინო გოგოლიშვილმა. ჩვენც, ყველას გილოცავთ, დაე, ეს წელი ყოფილიყოს თქვენთვის ოცნებების ასრულების წელი:

,,გილოცავთ! გილოცავთ! ახალ წელს გილოცავთ!

შენ ვისაც სამშობლო გიყვარს!“

ავტორი: კლასის ხელმძღვანელი და ღონისძიების ორგანიზატორი მაია გორგილაძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203