ორბელის საჯარო სკოლა ახალი წლის მოლოდინშია - იხილეთ ფოტოები
28-12-2017
ორბელის საჯარო სკოლა ახალი წლის მოლოდინშია. მოსწავლეებმა საკლასო ოთახები საახალწლოდ მორთეს.
„მე-11 კლასის მოსწავლეებმა დირექტორს სიურპრიზი დაახვედრეს, კაბინეტი გაულამაზეს და ამით მადლიერება და სიყვარული გამოხატეს დირექტორის მიმართ. საახალწლო სამზადისისთვის დირექტორმა მასალებით მოამარაგა ბავშვები, რათა სკოლა გაელამაზებინათ“, - აღნიშნავს პედაგოგი მაია კვენეტაძე და მადლობას უხდის სკოლის დირექტორს.
ყველას ერთობლივი შრომითა და დიდი მონდომებით სკოლა საახალწლო ღონისძიების მოლიდინშია.