პროგრამის, ''მომავლის თაობა'', ფარგლებში მოსწავლეებმა კახეთის რეგიონული არქივი დაათვალიერეს
18-10-2016

კახეთის რეგიონულ არქივში მოსწავლეების ჯგუფური ვიზიტი ჩატარდა. ვიზიტს ესწრებოდნენ კურდღელაურის, ლაფანყურის, ნაფარეულის, თელავის N6, მუკუზნის, შაშიანისა და ვაზისუბნის საჯარო სკოლები. 

მოსწავლეები გაეცნენ არქივის მუშაობის სტრუქტურას, დაათვალიაერეს არქივის საცავი და მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს შესაბამისი პასუხები.

ღონისძიება განხორციელდა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“, ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ფონდი ჰარმონია PH International, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203