ხევაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩართულნი არიან ნიკო კეცხოველის პროექტში.
მათ ნარჩენებისგან დამზადებული ნივთების გამოფენა-კონკურსი მოაწყვეს. მასალად გამოყენებული იყო მუყაოს ქაღალდი, პლასტმასის ბოთლები, გირჩები. გამარჯვებული ორი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი გახდა. ისინი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
საჩუქრები გამარჯვებულ მოსწავლეებს პროექტის ლიდერმა, მეათე კლასის მოსწავლემ თენგიზ ენდელაძემ გადასცა.
იხილეთ ფოტოები