„სკოლა, ოჯახი და საზოგადოება უწყვეტი ჯაჭვია მოზარდის ფორმირებაში“ - მაია მესხია, წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის დირექტორი
10-06-2021
რასთან ასოცირდება სასწავლო წლის დასრულება? რას ნიშნავს ძლიერი სკოლა? და რა არის მოსწავლისთვის სამაგალითო? - ამ და სხვა საკითხებზე წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის დირექტორის - მაია მესხიას ბლიც-ინტერვიუს გთვაზობთ:
- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის. . .
- არის დატვირთული საინტერესო და სახალისო აქტივობებით. ხდება მთელი წლის მუშაობის შეჯამება სხვადასხვა რაკურსით.
- ძლიერი სკოლა ნიშნავს. .
- ძლიერ სასკოლო საზოგადოებას. .
- გამორჩეულად მახსენდება...
- სკოლის მონატრება პანდემიის დროს. ასევე შიში იმისა, ვაი თუ დისტანციურზე მოგვიწიოს გადასვლა.
- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა. . .
- სკოლა, ოჯახი და საზოგადოება უწყვეტი ჯაჭვია მოზარდის ფორმირებაში.
- მოსწავლისთვის სამაგალითოა...
- მშობლის, მასწავლებლის საქციელი.
- დირექტორის მოტივაციაა...
- ჩემი აზრით, არის წარმატებული მოსწავლეები.
- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...
- დისციპლინა, წესრიგი, საქმის დელეგირება, პროფესიული განვითარება და კომუნიკაცია