„ზეიმები - არა! შეიძლება ლამაზი ტანსაცმელი ჩააცვან და ფოტოები გადაუღონ“ - როგორ დასრულდება საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წელი?
10-06-2021

2020-2021 სააღმზრდელო წელი საჯარო საბავშვო ბაღებში 30 ივნისს სრულდება. პანდემიის გამო არსებული რეგულაციების მიხედვით, საბავშვო ბაღებში ზეიმები წელსაც არ არის დაშვებული, თუმცა როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოში etaloni.ge-ს განუცხადეს დაშვებულია თემატური აქტივობები.

„ზეიმები არ არის დაშვებული, ჩვეულებრივ აქტივობებს აკეთებს ბაღი, ყოველდღიურს.

შეიძლება ლამაზი კაბები ჩააცვან და ფოტოები გადაუღონ (აღსაზრდელებს), მაგრამ ზეიმი არავითარ შემთხვევაში. ზეიმები ისედაც აღარ არის, მხოლოდ თემატური აქტივობებია“, - განგვიცხადეს სააგენტოში.

იხილეთ ასევე: თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია 18 ივნისს დაიწყება - პრიორიტეტული ჯგუფები კი 11 ივნისიდან დარეგისტრირდებიან

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203