„ძლიერი სკოლა ნიშნავს ემოციურად მდგრად და უსაფრთხო გარემოს“ - წალენჯიხის N3 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ლუკავა
10-06-2021
რას ნიშნავს ძლიერი სკოლა, რა არის მისი მთავარი მამოტივირებელი ძალა და რა ახსოვს სკოლიდან გამორჩეულად - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე წალენჯიხის N3 საჯარო სკოლის დირექტორმა თამარ ლუკავამ ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა.

- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის...


- საინტერესო დროა მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის, რომლებიც მოუთმენლად ელიან წარმატებით გამოწვეული სიხარულის აღიარებას. 

- ძლიერი სკოლა ნიშნავს...

- ემოციურად მდგრად და უსაფრთხო გარემოს, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება მოსწავლესაც და მასწავლებელსაც, სკოლა არის ადგილი, სადაც ადამიანი სხვებთან და საკუთარ თავთან ურთიერთობას სწავლობს.
 
- გამორჩეულად მახსენდება...
 
- სკოლის გუნდის გამარჯვება ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის?“

- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...

- რადგანაც ბავშვი ოჯახში ვითარდება, იზრდება და საზოგადოების წევრად ყალიბდება. კარგი ოჯახი თავის წევრებთან ერთად წარმოადგენს ერს, ვიწრო გაგებით. შემდგარი ოჯახი ორგანიზებული და ჰარმონიული საზოგადოებაა.

- მოსწავლისთვის სამაგალითოა...

- მასწავლებელი, რომელიც ქმნის ისეთ  სასწავლო გარემოს, სადაც მოსწავლეები ორიენტირებული არიან თანამშრომლობასა და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებაზე.

- დირექტორის მოტივაციაა...

- თანამშრომლობაზე დაფუძნებული სასკოლო გარემო, დაინტერესებული პირების ჩართულობით გამჭვირვალე პროცესების წარმართვა სკოლის სტრატეგიული განვითარებისთვის და გუნდის პროფესიული წინსვლისთვის.

- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...

- ხარისხიანი განათლება, რომელიც ადამიანის წარმატებული და ნაყოფიერი მომავლის საწინდარია.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203