საჯარო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დაიწყო - ვის ეხება პირველი ეტაპი და რა შემთხვევაში ვერ გაივლის ბავშვი რეგისტრაციას
დღეს, 10:00 საათიდან, თბილისის საჯარო ბაღებში ელექტრონული რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო. საჯარო ბაღებში დარეგისტრირებას ამჯერად მხოლოდ პრიორიტეტული კატეგორიის ჯგუფებში შემავალი ბენეფიციარები შეძლებენ.
რეგისტრაციისთვის გადადგით ვებგვერდზე:
kids.org.ge
გაითვალისწინეთ, აუცილებელი პირობაა, 2021-2022 სააღმზრდელო წლის დაწყებისთვის ბავშვი 2 წლის უნდა იყოს.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ 8 პრიორიტეტული ჯგუფი გამოყო. მათ შორისაა:
1) ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები;
2) სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები (100 000-მდე ქულა, რეგისტრირებული თბილისის მუნიციპალიტეტში);
3) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები;
4) დედმამიშვილები (როცა აპლიკანტის დედმამიშვილი უკვე არის ამავე ბაღის აღსაზრდელი);
5) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები.
6) მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები (ოთხი და მეტი შვილი)
7) სამხედრო მოსამსახურეთა შვილები (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეთა შვილები, ასევე რეგისტრაციის პერიოდში, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების შვილები).
ამასთან, სამხედრო მოსამსახურეების შვილები და გსმ სტატუსის მქონე ბენეფიციარები არ გაივლიან რეგისტრაციას ვებგვერდზე. ამ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტით მისამართზე:
2021registracia@gmail.com
რეგისტრაციის გადამოწმება ბავშვის პირადი ნომრით შეგიძლიათ იმავე გვერდზე, სადაც შეავსეთ მონაცემები,
ასევე, გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციას ვერ გაივლით ბავშვი, თუ ის უკვე ჩარიცხულია თბილისის რომელიმე სხვა საჯარო ბაღში. ბაღის შეცვლისათვის, ამჟამინდელი რეგისტრაციის ბაღს მოთხოვეთ რეგისტრაციის გაუქმება და მხოლოდ შემდეგ გაიარეთ რეგისტრაცია სასურველ ბაღში.