''მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს ამ პერიოდის შესახებ'' - ლასურიაშის სკოლამ აფხაზეთის დაცემის დღეს ღონისძიება მიუძღვნა
18-10-2016

ლასურიაშის სკოლამ აფხაზეთის დაცემის დღეს ღონისძიება მიუძღვნა.  

"27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა ქართველი და აფხაზი ხალხის ისტორიაში. ჩვენი ვალია მომავალმა თაობამ იცოდეს საქართველოს უახლესი ისტორიის ამ პერიოდის შესახებ, შეძლოს იმის გაანალიზება თუ რა მოხდა, საქართველოს ამ ძირძველ კუთხეში 1992-93 წლებში."- აღნიშნა ისტორიის მასწავლებემა მზია მუშკუდიანმა.

მან ასევე დასძინა, რომ მხოლოდ მოსწავლეების მცირე ნაწილს ჰქონდა ინფორმაცია ამ დღესთან დაკავშირებით, უმრავლესობამ აღნიშნა, რომ ეს იყო ჯვართამაღლების დღესასწაული. 

ამიტომ საჭიროდ ჩათვალეს, სკოლის მასშტაბით მოეწყოთ ღონისძიება, რათა მოსწავლეებს უფრო მეტი გაიგოთ რა მოხდა სინამდვილეში.

მოსწავლეთა ერთმა ჯგუფმა მოამზადა  სლაიდ-შოუ და პრეზენტაცია 1992-93 წლების აფხაზეთის ომის მიზეზები და შედეგები.


მეორე ჯგუფმა გააკეთა სტენდი "ერთიანი საქართველოსთვის", ასევე გაკეთდა პრეზენტაცია თემაზე: "ეროვნული გმირები".


"მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია  და გაიცნეს აფხაზეთის ისტორიული ტრადიციები, გაანალიზეს რა მოხდა 27 სექტემბერს საქართველოს ამ ძირძველ კუთხეში, იმედია ეს დღე იქცევა თანადგომის, დაღუპულთა ხსოვნის, მიტევების და იმედის დღედ." - დასძინა მზია მუშკუდიანმა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203