ასპინძის საჯარო სკოლის 2017 წლის საუკეთესო მოსწავლე გამოვლინდა
29-12-2017
ასპინძის საჯარო სკოლის საუკეთესო მოსწავლის გამოსავლენად გამართული კონკურსი აზარტულად და საინტერესოდ წარიმართა.

კონკურსში VIII-IX-X-XI კლასის სამოცამდე მოსწავლე მონაწილეობდა. მათგან 21 ნახევარფინალისტი შეირჩა. 

„კონკურსი ბუკების გამოყენებით წარიმართა. ბუკებში ჩაწერილი იყო საკონკურსო კითხვები პროგრამა easyQuizzy-ის გამოყენებით. მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი დავალებებს. სამი საუკეთესო მონაწილე გამოვავლინეთ,“ - აღნიშნეს კონკურსის ავტორებმა საინფორმაციო მენეჯერმა ლალი ალელიშვილმა და პედაგოგმა მაია სუარიძემ. 

კონკურსმა სამი საუკეთესო მოსწავლე გამოვლინა. პირველ ადგილი დაიკავა 2016 წლის გამარჯვებულმა, VIII კლასის მოსწავლე ნინო მელიქიძემ (დამრიგებელი ლელა ბუჩუკური), მეორე-მესამე ადგილები გაინაწილეს IX და XI კლასის მოსწავლეებმა მარიამ დევნოსაძემ და თამარ ბერიძემ. გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

როგორც კონკურსის დამთავრების შემდეგ ჟიურის თავჯდომარემ, სკოლის დირექტორმა, კლარა ზედგინიძემ აღნიშნა, მსგავსი კონკურსები ხელს უწყობს მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას სწავლის ხარისხს მიმართ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203