„დირექტორი ყოველთვის უნდა ცდილობდეს ხელი შეუწყოს მასწავლებლებს კვალიფიკაციის ამაღლებაში“- არჩილ მარკოიძე, პანტნარის საჯარო სკოლის დირექტორი
რას ნიშნავს ძლიერი სკოლა? რა არის მისთვის მოტივაცია? და რა ახსოვს სკოლიდან გამორჩეულად?- ამ და სხვა კითხვებს etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პანტნარის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ მარკოიძე პასუხობს. - სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის...- არის სასიხარულო, თუ კი სკოლას აქვს წარმატებები, მომავალი თაობის აღზრდა განვითარებაში. სასწავლო წლის დასრულება მნიშვნელოვანია ვინაიდან სკოლის მუშაობა ამ დროს უფრო მეტად ჩანს.
- ძლიერი სკოლა ნიშნავს...- როდესაც სკოლა აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, როგორც მატერიალურ ტექნიკური თვალსაზრისით, პედაგოგიური კადრების მაღალი კვალიფიციურობით და მოსწავლეთა სიყვარულს სკოლისადმი.
- გამორჩეულად მახსენდება... - სკოლის ის პირველი პერიოდი როდესაც ვიყავით ონლაინ- რეჟიმში. გვენატრებოდა კოლეგებთან ურთიერთობა, ძნელი იყო ბავშვებთან დაშორება, სკოლა ჩვენი ოჯახია.
- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...- ოჯახი დარწმუნებული უნდა იყოს, მისი შვილის ბედი საიმედო ადამიანების ხელშია, და მშობელმაც ხელი უნდა შეუწყოს სკოლას იმისათვის რომ სასწავლო პროცესი წარიმართოს მოსწავლის სასიკეთოდ.
- მოსწავლისთვის სამაგალითოა...
- თითოეული ქმედება, რაც მომდინარეობს სკოლის დირექტორისა და მასწავლებლებისგან მოსწავლისთვის უნდა იყოს სამაგალითო.
- დირექტორის მოტივაციაა...
- დირექტორის მოტივაცია არის მთავარი სასკოლო ცხოვრებაში. დირექტორი ყოველთვის უნდა ცდილობდეს ხელი შეუწყოს მასწავლებლებს კვალიფიკაციის ამაღლებაში, შეუქმნას სკოლაში ყველას ხელსაყრელი სასწავლო გარემო.
- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...
- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური მასწავლებლები. მოსწავლე დაინტერესებული უნდა იყოს მასწავლებლის საუბრით, სკოლაში უნდა იყოს ურთიერთპატივისცემა და რაც მთავარია ნდობა ერთმანეთის მიმართ.