საყუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო ზეიმზე ზღაპრის გმირები განასახიერეს
29-12-2017
საყუნეთის საჯარო სკოლაში I-V კლასებისა და VII-XI კლასების მოსწავლეების მონაწილეობით საახალწლო ზეიმები გაიმართა.

ბავშვებმა განასახიერეს ზღაპრის გმირები - წითელქუდა, მზეჭაბუკი, ბოროტი დედინაცვალი, კომბლე, ნაცარქექია. ღონისძიება მუსიკალური ნომრებითა და ცეკვებით იყო დატვირთული. მოსწავლეები ოვაციებითა და სიხარულით ასრულებდნენ დაკისრებულ როლებს.

„ძალიან ლამაზი ზეიმები შემოგვთავაზეს მოსწავლეებმა, საოცარი განწყობა სუფევდა სკოლაში - ამაღლებული, წინასაახალწლო, ყველანი კმაყოფილები დავრჩით,“ - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა.

I-V კლასების ღონისძებას პედაგოგები მარინა ლომიძე, მარეხ ყურმაშვილი და ნათია ხაჩიძე ხელმძღვანელობდნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203