დამრიგებლებმა მოსწავლეებს სკოლაში სახელმძღვანელოების მიტანა დაავალეს, მშობლები ხელშეკრულებას 15 ივნისის შემდეგ მოაწერენ ხელს
13-06-2021


სასწავლო წლის დასრულებამდე ორიოდე დღე რჩება და სახელმძღვანელოების სკოლისთვის დაბრუნების დროც მოვიდა. მაგრამ როგორ ხდება წიგნების ჩაბარება? - როგორც „ეტალონმა“ გაარკვია, კლასის დამრიგებლებისგან მოსწავლეებმა მითითება უკვე მიიღეს. თუკი შარშან პირბადე,ხელთათმანები და სპეციალური გრაფიკი იყო, დისტანციის დასაცავად, წელს განრიგი და ხელთათმანები არ მოქმედებს. პირბადის ტარება კი ისედაც სავალდებულოა.

წლევანდელი პროტოკოლი ასეთია: წიგნები მოსწავლეს მიაქვს დამრიგებელთან, პედაგოგი აკრავს სტიკერებს მოსწავლის სახელითა და გვარით და აბარებს ბიბლიოთეკას. 

რაც შეეხება წიგნების მიღება-ჩაბარების ხელშეკრულებებს, მშობლები სასწავლო წლის დასრულების შემდეგ მიდიან სკოლაში და ხელს აწერენ ხელშეკრულებას. 

აქვე გეტყვით იმას, რომ სკოლაში სახელმძღვანელოების გაცემისას და ჩაბარებისას, წიგნები ფასდება 10- ქულიანი სისტემით. ქულა კი მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ხოლო თუ მოსწავლე კარგავს სახელმძღვანელოს, მან სანაცვლო უნდა წარადგინოს სკოლაში.

რაც შეეხება დეზინფექციას, გაივლის თუ არა წიგნები კარანტინს, ამაზე პედაგოგებს ჯერჯერობით პასუხი არ აქვთ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203