გამოცდის ჩაბარების მაღალ მაჩვენებელს არ ველოდებით, თუმცა ვისურვებდი მაღალი იყოს - ბერიკა შუკაკიძე
13-06-2021

გამოცდის ჩაბარების მაღალ მაჩვენებელს არ ველოდებით, თუმცა ვისურვებდი ეს მაჩვენებელი მაღალი იყოს - ამის შესახებ მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ განაცხადა. 

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ეს ნამდვილად იქნება ბოლო შანსი პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის და შემდეგში ასეთი შესაძლებლობა აღარ ექნებათ.

„გამოცდაზე ჩაბარების მაღალ მაჩვენებელს არ ველოდებით, იმიტომ რომ კომპეტენციის დადასტურება, ვისაც მოეთხოვებოდა, მასწავლებელთა პოპულაციის თითქმის უმრავლესობამ, ეს უკვე მოახერხა ამ წლების განმავლობაში. ამ ადამიანებმა, გარკვეული მიზეზებით, ვერ გადალახეს ეს ბარიერი, ამიტომ მათთან ჩაბარების მაღალ მაჩვენებელს არ ველოდებით, თუმცა ვისურვებდი, ეს მაჩვენებელი მაღალი ყოფილიყო. 

პრაქტიკოს მასწავლებლებს აქვთ უნიკალური შანსი შეივსონ 19 კრედიტამდე, გამოცდით მიღებული 1, 4, 7 ან 10 კრედიტით და გახდნენ უფროსი მასწავლებლები. ჩვენ მათ წარმატებას ვუსურვებთ და პირველი მე ვიქნები, ვისაც ეს გაუხარდება.

​პრაქტიკოსები აბარებენ გამოცდას ისე, როგორც აბარებდნენ. ჩვენ მხოლოდ პრაქტიკოსებს მივეცით კიდევ ერთხელ საშუალება დაასრულონ ეს პროცესი, რომელიც დაიწყეს 3-4 წლის წინ. რა პირობებითაც აბარებდნენ ადრე გამოცდას, ზუსტად ისევე ჩააბარებენ ახლა. ამიტომ არის ეს უკანასკნელი შანსი, ამის შანსი მათ მეტჯერ აღარ მიეცემათ. ბოლო 2 წელში მესამედ ეძლევათ შანსი, რომ გადალახონ მინიმალური ზღვარი და გახდნენ უფროსი მასწავლებლები. 

როგორც იცით, მასწავლებლის კარიერულ წინსვლის სქემას გაუვიდა ვადა, შეწყვიტა არსებობა. გარდამავალი დოკუმენტით ვსარგებლობთ. ამის შემდეგ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი შემოვა, ამ დოკუმენტით მასწავლებლის პროფესიაში შემოსვლის მსურველი აბარებს საგნის გამოცდას 60%+1 ქულაზე. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, მოთხოვნა არის საგნის ცოდნის მაღალ ქულაზე დადასტურება“ , განაცხადა შუკაკიძემ გადაცემაში „Zoom განათლებაზე“ ჩართვისას.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203