„ძლიერი სკოლა ნიშნავს თანამედროვე გამოწვევებზე მორგებული თაობის აღზრდას“ - საჩინოს თემის N1 სკოლის დირექტორი კახაბერ ფიფია
14-06-2021
რას ნიშნავს ძლიერი სკოლა, რა არის მისი მთავარი მამოტივირებელი ძალა და რა ახსოვს სკოლიდან გამორჩეულად - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის დირექტორი კახაბერ ფიფია ბლიც-ინტერვიუში საუბრობს.
- სასწავლო წლის დასრულება...
- სასწავლო წლის შეჯამება და ახალი გეგმების დასახვაა.
- ძლიერი სკოლა ნიშნავს...
- ახალი მიდგომებით წარმართულ სწავლა-აღზრდის პროცესს და თანამედროვე გამოწვევებზე მორგებული თაობის აღზრდას.
- გამორჩეულად მახსენდება სკოლის...
- საგაკვეთილო პროცესის შეწყვეტა პანდემიის შედეგად, რომელმაც ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა.
- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...
- სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში წამოჭრილი პრობლემების მოსაგვარებლად.
- მოსწავლისთვის სამაგალითოა...
- ოჯახში - მშობელი, სკოლაში - მასწავლებელი.
- დირექტორის მოტივაციაა...
- სკოლაში ყავდეს შედეგზე ორიენტირებული წარმატებული მასწავლებლები.
- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...
- განვითარების მუდმივი ციკლი, რეალური მიზნები და მოტივაცია, თანამშრომლობა და თანამონაწილეობა.