თელავის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო კუთხე თავიანთი ხელით შექმნილი დეკორაციებით გააფორმეს
29-12-2017
თელავის N6 საჯარო სკოლაში სასწავლო პროექტი „ტყის ზღაპარი“ განხორციელდა. 

სასწავლო პროექტი მეორე კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა. 

მოსწავლეებმა თავიანთი ხელით დაამზადეს დეკორატიული ბუხარი და სხვადასხვა საახალწლო დეკორაციით გააფორმეს საახალწლო კუთხე. 

პროექტი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა თამარ კიმოთიძემ განახორციელა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203