ასპინძის საჯარო სკოლის Vბ კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლი კონკია წარმოადგინეს.
უჩვეულოდ ლამაზ და ხალისიან დადგმას კლასის დამრიგებელი ნინა სახვაძე-ლოლაძე ხელმძღვანელობდა. შესაბამის კოსტიუმებში გამოწყობილი კონკია და პრინცი, ვეზირი და სხვა დიდებულები, დედინაცვალი და მისი ქალიშვილები თავს იწონებდნენ სცენაზე.
კლასის დამრიგებელმა ნინა სახვაძე-ლოლაძემ მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და კეთილი სურვილებით მიულოცა დამდეგი ახალი წელი.
იხილეთ ფოტოები